среда, 13 ноября 2013 г.

1.პროექტში მონაწილეთა მონაცემები:
  1.ბერაია  ირინა X კლასის მოსწავლე_ 597 17 65 10
  2.კვიკვინია ანა X კლასის მოსწავლე-599 23 50 47
  3.ტურავა გიორგი X კლასის მოსწავლე_
  4.კვიკვინია მარი X კლასის მოსწავლე_574 84 96 69
ხელმძღვანელი შორენა ბუკია ისტორიის მასწავლებელი 577 64 40 26
2.პროექტში მონაწილე გუნდის კაპიტნის მონაცემები.
გუნდის კაპიტანი_ირინა ბერაია,არის აქტიური, გონიერი, კომუნიკაბელური, მოწესრიგებული გოგონა. იგი ჩართულია სხვადასხვა სასკოლო პროექტებში. ის არის არაერთპროექტში გამარჯვებული არის მოტივირებული, ნიჭიერი და ავტორიტეტული.

3.პრობლემა
ქართული ზოგადეროვნულ ცნებაა.მასში მოიაზრება ნებისმიერი ქართული კუთხე _ მათ შორის კოლხეთი. ჯერ კიდევ ორიათასი წლის წინ იყო ცნობილი ლეგენდა არგონავტებზე. კოლხეთზე მდიდარ ულამაზეს მხარეზე, რომელიც სიმდიდრით ბევრ მაძიებელს იზიდავდა, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა გემი ,,არგოსი" იაზონი კოლხური საგანზურის ოქროს საწმისის წასაღებად.
 კოლხეთის ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა ხობის რაიონი-შესანიშნავი არქიტექტურული თუ ხუროთმოძღვრული ძეგლებით, რომლებიც წარსულის უტყვი მოწმეები არიან და ისტორიის უტყუარ წყაროებს წარმოადგენენ. მატი მეშვეობით ხდება ჩვენი წარსულის შესწავლა.
 ჩვენი სოფელი პირველი მაისი, მისი შემოგარენი მდიდარია ისტორიული და ბუნების მიერ შექმნილი ძეგლებით,მაგრამ სოფლის მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე, არ არსებობს მათ შესახებ სისტემატიზირებული ინფორმაცია.
 სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია

4.მიზანი
ჩვენი მიზანია მოსწავლეების ძალებით, ხელმისაწვდომი ფორმით წარმოვაჩინოთ სოფელი თავისი ღირსებებით. მოვახდინოთ სოფელში არსებული ძეგლების შესწავლა და გადარჩენა. ვინაიდან ისინი წარმოადგენენ კოლხური კულტურის ერთიან ორგანულ სხეულს და ღია ცის ქვეშ მუზეუმს. ამ მიზნით მოძიებულ იქნას სოფელში არსებული უამრავი ისტორიული და ბუნებრივ ძეგლებზე ინფორმაცია მოხდეს თქმულებებისა და ლეგენდების შეგროვება, ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებში ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება.

5.ამოცანები და განხორციელების გზები
მიზნის მისაღწევად დავსახეთ სამოქმედო გეგმა:მოხდა პროექტით გათვალისწინებული სამუსაოს განაწილება ჯგუფმა იმუშავა ოთხი მიმართულებით: ისტორია, გეოგრაფია, ქართული და ბიოლოგია. სამუშაო გუნდში გადანაწილდა შემდეგ ნაწილად: ტურავა გიორგის დაევალა სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან ინტერვიუს არება და ჩაწერა. კვიკვინია ანას სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილების დასურატება. კვიკვინია მარიამს ლიტერატურის მოძიება.
 ბერაია ირინა მოძიებული მასალების დახარისხება.
 წინასწარ შემუშავებული გეგმით მოგროვდა  მასალები, ჩავიწერეთ ინფორმაცია, გადავიღეთ ფოტოები, გავაკეთეთ ჩანაწერები. მოპოვებულ ინფორმაციას კოორდინაცია გაუკეთა ისტორიის მასწავლებელმა შორენა ბუკიამ.
 გუნდის წევრებმა ინტერვიუ აიღეს ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიასგან, რომელმაც უამრავი მასალა მოგვაწოდა პირველი მაისის ისტორიულ ძეგლებზე: სოფლის ტაძარზე, მაჩხომერზე, ჯახუთზე ,ყურმელიას ჯიხაზე.

6.შედეგი
ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაინტერესებული პირი გაეცნობა ძველი კოლხეთის ერთ-ერთ კუთხეს, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, ბუნებას ადათ წესებსა და ზნე-ჩვეულებებს.
 ეს პროექტი დააინტერესებს ქველმოქმედ ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან მრავალსაუკუნე გამოვლილ ძეგლებს(კონსერვაცია, რეკონსტრუქცია). მოხდება იმფრასტრუქტურის განვითარება, დასაქმება ადგილობრივი მოსახლეობის. გაუმჯობესდეს  სოცალური პირობები ეს იქნება ჩვენი წვლილი  სოფლის ეკონომიკის განვითარებაში. საზოგადოება მეტ ნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს ჩვენი სოფლის შესახებ

  • სოფელი პირველი მაისი მდებარეობს ხობს რაიონში, ოდიშის დაბლობზე, ქალაქ ხობსა და სოფელ ხეთას შორის. ურთის სერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოლოსთან, მდინარე მუნჩიის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე. თბილისი-ზუგდიდის მაგისტრალზე, ზრვის დონიდან 20 მეტრზე, ხობიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ამ სოფელს 1930 წელს დაერქვა პირველი მაისი. მისი ფართობი 1200ჰა, მოსახლეობის რაოდენობა -2534 კაცი.
  • ყველა სოფელსა და ქალაქს აქვს თავისი წარსული, რომელსა თავისებური ახსნა გააჩნია. წარსულში ჩვენს სოფელს ორი სახელწოდებით მოიხსენიება: ,,მუნჩია "და ,,ბულიწყუ". ,,მუნჩია" მდინარის სახელწოდებაა და არა სოფლის, მაგრამ ზოგჯერ მას შეცდომით ეძახიან ასე. მდინარე მუნჩია სოფელს ორად ყოფს. წინათ ის მდიდარი ყოფილა თევზებით, მდინარის ნაპირებზე გაშენებული ყოფილა წყლის მრავალი წისქვილი, რომლებიც რამოდენიმე სოფელს ემსახურებოდა. სოფლის სახელს უკავშირდბა ლეგენდა: ,,ბატონს მუ-ჩია?" ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს - ბატონს რა აჭამეო? და შერჩა ამ ადგილს ეს სახელი მუნჩია. 
  • პირველი მაისის ტერიტორიაზე თბილი, ნოტიო, სუპტროპიკული ჰავაა. ხასიათდება თბილი ზამთარით, ზომიერად ცხელი ზაფხულით და ხანფრძლივი თბილი შემოდგომით. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამია1550-1600მმ. ნალექები ძირითადად წვიმის სახით მოდის და თითქმის თანაბრად ნაწილდება სეზონების მიხედვით.ყველაზე ცივი თვის, იანვრის,საშუალო ტემპერატურა შეადგენს 4,5-4,7 С ყველაზე თბილი თვის, აგვისტოს, კი 22,4-22,6 С უდრის. ტენიანი სუპტროპიკული ზონის რელიეფის სიჭარბე გარკვეულ გავლენას ახდენს თოვლის საბურველის განაწილებაზე. თოვლის საშუალო სიმაღლე 15-20 სმ-ია. ზამთრობით გაბატონებულია აღმოსავლეთის ქარები.                                          მიუხედავად პირველი მაისის ტერიტორიის სიმცირისა, სოფლის რელიეფი მაინც მრავალფეროვანია. ჩრდიოლეთით ურთის მთა ესაზღვრება, ამიტომ მასთან მიმდებარე ტერიტორია მთიანია. ხოლო ვაკე დაბლობით გამოირჩევა ცენტრალური და დასავლეთ ტერიტორიები. ჩვენი სოფლის 40% -ზე მეტი ბუნებრივ, ადამიანის მიერ ნაწილობრივ სახეცვლილ, ან საერთოდ ხელუხლებელ ტყეებს უჭირავს. ჩვენი სოფელი სწორედ ამით განსხვავდება სხვა რეგიონებისგან, სადაც ტყის უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული. ჩვენი სოფლის ტყის, ჩაის პლანტაციებისა და ციტრუსების ნახევარზე მეტი ციცაბო ფერდობებზე იზრდება, რაც ეროზიისგან იცავს ნიადაგს. 
  • სოფელი მდიდარია სხვადასხვა მცენარეებით:                                                                  შვიტა- თირკმელების სამკურნალოდ და ანთების საწინააღმდეგოდ.                           მატიტელა- ფუტკრის ნაკბენისგან, სხეულში ჩარჩენილი შხამის ამოსაწოვად გამოიყენება.                                                                                                               მრავალძარღვა- კუჭ- ნაწლავის სამკურნალოდ.                                                       ბაბუაწვერა-სახის ლაწების გასაწმენდად.                                                                   კრაზანა-ღვიძლის სამკურნალოდ.                                                                                 სურო-ხველების საწინააღმდეგოდ.                                                                                   შავთვალა- (ჩაის სახით)ანთების საწინააღმდეგოდ.                                                   ბარამბო-გულ-სისხლძარღვთა სამკურნალოდ.                                                         კატაბალახა-გულის დასამშვიდებლად(ნაყენის სახით).                                         ჭინჭარი-გემოგლობისნის ამწევი, ანემიის დროს.                                                     გვირილა -მუცლის შებერილობის ფაღარათის დროს.                                                         კვახის ყუნწი-ფსორიაზის სამკურნალოდ, კბილების ტკივილის დასაყუჩებლად, სახსრების სამკურნალოდ(მოხარშული).                                                                    ქრისტე სისხლა-ჭრილობის შესახორცებლად.    გარდა სამკურნალო მცენარეებისა ჩვენს ტყეებში ხარობს უნიკალური ჯიშის ულამაზესი მცენარე ,,კოლხური წყავი" რომელიც მცენარეების უძველესი ჯიშების ათეულშია შესული მისი ზრდა-განვითარება ძალიან ნელა მიმდინარეობს და 10 წლის შემდეგ იწყებს ყვავილობას. მისი ყვავილი გამორცეულად ლამაზია, გადაიკრავს სხვადასხვა ფერს. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობიტ იოდს, რკინას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ის ამ ბოლო დროს გაკულტურებილი სახით ოჯახებშიც გვხვდება. სოფელ პირველ მაისში ხარობს უნიკალური მცენარე დეაფნა(მეგრულად შქერი). ის უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ათენის ოლიმპიადებიდან, ითვლებოდა ძალიან იშვიათ და პატივსაცემ მცენარედ, ოლიმპიადებზე გამარჯევებულს დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნენ.                                                                                                                          ჩვენს სოფელში დაფნა  მრავლადაა წარმოდგენილი, როგორც მთა- ბორცვზე, ისე ვაკეზე. ადგილობრივი მოსახლეობის 80% დასაქმებულია დაფნის მოშენება პატრონობით.სწორედ ის არის ხალხის შემოსავლის წყარო.                                                კულტურული მცენარეებიდან სოფელსი ხარობს: სიმინდი, სოიო, ლობიო, სუბტროპიკული მცენარეები: მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფუტი,მუშმალა, ურნაბი,კივი და ა.შ.ჩვენი სოფლის ტყეებში ბინადრობს ციყვი,შემორცენილია მგელი, მრავლადაა ტურა,წავი,ზოგჯერ ჩამოდის  შველი.ტყის დაბლობ ნაწილში ფართოდაა გავრცელებული კოლური ხოხობი.
  • სოფელი მდიდარია თავისი ფოლკლორით. სამოციან წლებამდე სოფლის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა რესპუბლიკაში ცნობილი ლოტბარი აკაკი ხარებავა, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი სიმღერა ,,მარებელი". დღეს განახლებულ გუნდს ხელმძღვანელობს ჩვენი სკოლის ყოფილი მასწავლებელი რეზო თოდუა.სოფელში ფუნქციონირებს მოცეკვავეთა 50 კაციანი ანსამბლი, რომელსაც 1997 წლიდან ხელმძღავნელობს ღირსების მედლის კავალერი, მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ფესტივალის რვაგზის ლაურეატი კობა გერგაია.მასში გაერთიანებულია 7-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები, რომელთაც არაერთი გამარჯვება მოიპოვეს პოლონეთის ,უკრაინის, თურქეთის და საქართველოს კონკურსეზე.
  • სოფლის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლები: წმინდა სოფიას ეკლესია, მაჩხომერი, ნასკალუ,ჯახუთი, ყრუმელიას ჯიხა, დხაგუძუძები (ყორღანები).შემოგარენში 4 კილომეტრის დაშორებით, ხობის მონასტერი და ხეთის საზღვარზე მთავარანგელოზის ეკლესია,იქვეა ტბა პაპანწყვირე და ხეთის კარსტული მღვიმე.                                         პირველ რიგში დავინტერესდით სოფლის ეკლესიით იგი მდინარე მუნჩიის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს ,ურთის მთის მაღალ გორაკზეა განლაგებული. ტაძარს ირგვლივ გალავანი უვლის,ცენტრალური გზიდან 2-კილომეტრით არის დაშორებული მისკებ მიმავალ ფართო შუკას ულამაზესი ბუნება ამშვენებს. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირქვით. ეკლესია ადრე იქ მდგარი, ხელოვნებითა და სიდიდის თვალთაზრისით,  ბევრად უფრო უკეთესი, ტაძრის ადგილას არის აგებული,  რაზეც მეტყველებს  კედლების ასაშენებლად გამოყენებული ჩუქურთმნიანი ქვები. ტაძრის ქვემოთ არსებული გვირაბი ჩადის მდინარე მუნჩიამდე უხუცესების გადმოცემით, იქ არის დარბაზიც, სადაც ქვის მაგიდები და სკამებიც დგას.                                                                                                       წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილი მონაცემები მოგვაწოდა გოგიტა ჩიტაიამ ნაშრომში_,,ფოტისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები". ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ტიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელიამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამყარდა  და შემოსევებ შეწყდა, სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე, ვაკეში, აუშენებიათ წმინდა სოფიოს სახელობის ხის ეკლესია რომელიც დღეს აღარ არსებობს. მკვლევარ_ისტორიკოს ხარიტონ კაკულიას ცნობით, აიასოფიაში მოიაზრება III-IV სს. არსებული ფაზისის უძველესი აკადემია, სადაც განათლება მიიღეს ცნობილმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა მამა-შვილმა ევგენიოსმა და თემისტიოსმა.
  • ყურუმულიას,,ჯიხა"                                                                                                      პირველ მაისში, მდინარეების მუნჩიასა და ჩხაიას შორის მდებარეობს ციცაბო გორაზე. მას სამი მხრიდან  გარს უვლის მდინარე ჩხაია. ციხე კეტავდა ვიწრო ხევს, საიდანაც გზა დღევანდელ სოფელ აბასთუმანში გადადის. ნაგებია ადგილობრივი კირქვით. იქ ნაპოვნია ადრეფეოდალური ხანის ჭურჭელი ზოგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, ზოგიც მიმოფანტულია.                           ისტორიული ძეგლი მაჩხომერი, სოფელ პირველ მაისში,სენაკი_ ზუგდიდის სარკინიგზო მონაკვეთის მარჯვენა მხარეს, მდინარე მუნჩიიდან ნახევარ კილომეტრის სავალ გზაზე მდებარეობს. იქვე ჩამოედინება ღელე ,,მაჩხომერი". ეს სახელი დაკავშირებულია ,,მეჩხომესთან"  ანუ ,,მეთევზესთან". ძეგლი წარგძელებული მართკუთხედის ფორმისაა, გალავნითა და კოშკებით ყოფილა შემოსაზღვრული. აღმოჩენილია კრამიტისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და კირქვისაგან გამოთლილი სამშენებლო დეტალები. მკვლევართა აზრით, სავარაუდოდ, ადრე ქრისტიანული ხანის ეკლესია უნდა ყოფილიყო. მოსახლეობა მიწის დამუშავებისას პოულობს სხადასხვა საბრძოლო და სამშენებლო იარაღებს. 
  • ჯახუთის უბანში       
                                                                                                          თენფიზ კვიკვინიას საკარმიდამო ეზოში, აღმოჩენილია კირქვით ნაგები შენობის ნაშთი. კედლის სისქე 1 მეტრია, სიმაღლე 1,2მეტრია დარჩენილი. ნაგებობა ადრე ფეოდალური ხანის სამლოცველო უნდა ყოფილიყო. ძეგლი ხელმცენარეებითაა დაფარული. კედლებთან მიმოფანტულია ადრე ქრისტიანული ხანის კრამიტის მოზრდილი ფრაგმენტები. შეიმჩნევა გალავნის კვალი. 
  • ამავე უბანში მდებარეობს 6 მეტრი დიამეტრის მრგვალი ნაგებობა, რომლის კედლის სისქე 80 სმ-ია. შემორჩენილია ერთ მეტრამდე სიმაღლის ნაშთი. ამ ადგილს ,,ნასკალუს" ეძახიან. აქედან კარგად მოჩანს ყურმულიას ჯიხა და შავი ზღვა. სოფლის უხუცესის ღუღუნი კვიკვინიას გადმოცემით დიდი თურქობის დროს აუგიათ, სავარაუდოდ სასიგნალო კოშკი უნდა იყოს. 
  • დიხაგუძუბები-ყორღანები                                                                                                    სოფლის ვაკე ადგილზე მდებარეობს რამოდენიმე ყორღანი-ბორცვი, რომელსაც ადგილობრივები დიხაგუძუბებს უწოდებენ, უხუცესების გადმოცემით ამ ადგილს დევების ნასახლარსაც ეძახდედნენ. ყორღანები მკვლევარებს ელიან 
  • ახალი სამონასტრო კომპლექსი    
                                                                                           ძველ ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლებს შეემატა მიმდინარე 2013 წელს პირველი მაისი ცენტრში, თბილისი-ზუგდიდის მაგისტრალის მარჯვენა მხარეს, ამაღლებულ ბორცვზე ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას მიერ აშენებული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხარების სამონასტრო კომპლექსი, სადაც განთავსებულია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილიაII რეზიდენცია.                                                                                                                     პირველი მაისის ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სოფელი ხეთა, სადაც მაღალ გორაკზე გაშენებულინა მთავარ ანგელოზთა  სახელობის ხეთის მოქმედი ეკლესია. ის აშენებულია ადგილობრივი კირქვით. იგი პირველი მაისისაგან არის3 კმ-ითაა დაშორებული, ტაძარს აქვს 3 კარი, დეკორატიული თაღები. ტაძარი მე-19 ს აუშენებიათ. არსებობს ვერსია, რომ დღევანდელი ეკლესია ძველთაძველი ეკლესიის ადგილზეა აგებული. აქ აღდგომის მეორე ორშაბათს, ტრადიციულად, უხსოვარი დროიდან, იმართება არაქრისტიანული დღესასწაული,,მიქამგარიობა". სადაც სამეგრელოს უშორესი კუთხიდან მოდიან მომლოცველები, რომლებიც ოჯახს და პირუტყვს ამწყალობებენ. ეკლესია სასაფლაოს შუაგულშია მოქცეული. ეს სასაფლაო პირველ მაისელების განსასვენებელია, რადგან ხეთა და პირველი მაისი ერთო სოფელი იყო.                        ერთ-ერთი საფლავის გათხრისას მოხდა უდიდესი ისტორიული აღმოჩენა, განსასვენებელში აღმოჩნდა ბრინჯაოს გრიფონი. იგი წარმოადგენს 12 სმ სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელსაც ლომის თავი, ფრინველის ტანი და ნისკარტი და დიდი გაზიდული თვალები აქვს. ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომლების, რევაზ პაპუაშვილისა და დავით ლომიტაშვილის აზრით, იგი მითრას კულტის გავლენის დამადასტურებელია. მითრა ძველი სპარსული მითით, სიკეთის ღმერთია. ჩვენში მითრას მირსას ანუ მირსარონს უწოდებებნ. სამეგრელოში მირსა თვალის სალოცავია ეს ადგილები შემდგომ შესწავლას მო
  • ხობის სამონასტრო კომპლექსი  
                                                                                             სოფელი პირველი მაისიდან 4 კმ დაშორებით, მდინარე ხობი წყლის  მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, გორაკზე მდებარეობს ხობის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მოქმედი მონასტერი. იგი ხუროთმოძღვრული კოლპლექსია, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგეგბობათა ნაშთები. ხობის სამონასტრო კომპლექსს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი, რომელშიც შესასვლელი სამრეკლოდანაა. იგი ერთ დროს მოხატული ყოფილა. აქ შვიდი სამრეკლოა.                                                      ხობის ტაძრის აგების თარიღზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს, აკადემიკოსს ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, არაუგვიანეს X-XIსს, ვ.ბერიძე XII-XIIIსაუკუნის მიჯნით ათარიღებს.                                                                                                                    ხალხური გადმოცემით, ტაძრის აშენება დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და ცოტნე დადიანის სახელსაც უკავშირდება. ხობის მონასტერში დავით აღმაშენებელს საზაფხულო სადგომი ჰქონია. ეს აზრი არც თუ უსაფუძვლოა ვახუშტი ბატონიშვილი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს:,,ჟამსა ერთსა მეფე გეგუთს და მუნით ხობს".აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერსა და ცოტნე დადიანს მიუძღვნა პოემა ,,ნათელა".                                                                                                         ხობის სამონმონასტრო კომპლექსი და მისი შემოგარენი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ტაძარში XIII-XVII საუკუნის ფრესკებია შემონახული, მათ შორის ცოტნე დადიანის, რომელიც დღეს მუზეუმში ინახება. აქ უმოღვაწია ნიკოფორე ირბახს (ჩოლოყაშვილს),რომლის სახეთანაცაა დაკავშირებული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემა. ამ მონასტერში ინახებოდა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი( მუზეუმშია) და დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო დგროშა. ეს რელიკვიები დაედო საფუძვლად ხობის ემბლემას.ტაძარში თავმოყრილი იყო სიწმინდეები: ღვთისმშობლის კვართი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეს წარმოადგენს. ის პატიოსანი თვლებით მოოჭვილ ლუსკუმაში ინახებოდა და ყოველ მარიამობას გამოაბრძანებდნენ მრევლში; იოანე ნათლისმცემლის სხეულის ნაწილი, წმინდა გიორგის, წმინდა დიდმოწამე მარინეა და კვირიკეს სხეულის ნაწილებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა თურმე ის შოლტი, რომლითაც მაცხოვარი გაშოლტეს, იმ ღრუბლის ნაწილი რომლითაც მაცხოვარს ძმარი აცხეს ტუჩებზე. მოგზაურთა თუ მისიონერთა ჩანაწერები გვაწვდიან ხობის მონასტერში დაბრძანებული სიწმინდეების შესახებ .ერთ-ერთი ვერსიით, ისინი კოსტანტინეპოლიდან სასულიერო პირს ჩამოუბრძანებია სამეგრელოში. კვართის შესახებ XVIIსს იტალიელი მისიონერი არქნჯელო ლამბერტი წერს,,ხობის მონასტერში აჩვენებენ ღვთისმშობლის კვართს". ამავე საუკუნეშიკვარტი უნახავს თეატნელთა მისიის პრეფექტს ჯუზეპე მარია ძამპის.დონ კრისტოფორო კასტელი ამიტომაც უწოდებდა ხობის ეკლესიას განთქმულს. მის ალბომში მოცემული ხობის ეკლესიის სურათზე წარწერაა: ,,ხობის განთქმულია ეკლესიის სურათი, რომლის შიგნით ლამაზდ მორთული თაღის ქვეშ, შემონახულია სათაყვანებელი რელიკვიები, ჩვენი უფლისა და ხვთის დედის ქალწული მარიამის კვართი". მონასტერში თავმოყრილი ეს სიწმინდეები თავისთავად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ხობის მონასტერი იმ პერიოდშიც მნიშვნელოვან სასულიერო საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. 
  • ბუნებუს ძეგლები
  • ხეთის კარსტული მღვიმე                                                                                                           ხეთის მიქელგაბრიელის სახელობის ეკლესიიდან ასი მეტრის დაშორებით, ულამაზეს ხეობაში არის სამი კარსტული მღვიმე.ისინი ერთმანეთისგან 20-30მ დაშორებული.(შესაძლოა ისინი ერთი მთლიანი მღვიმის შესასვლელი იყოს.               პირველი მღვიმე ვიწროა და აქედან სოფლის მოსახლეობას მილებით წყალი გაჰყავს. მღვიმის შესასვლელი სამ მხარეს იტოტება. სიღრნეში შესვლა ვერ მოხეხრდა.                                                                                                                                      მეორე მღვიმეში 4-5 მეტრი ვერტიკალურადაა ჩასასვლელი, მერე მღვიმე ფართოვდება და ულამაზესი სანახაობა იშლება დიდი დარბაზები სტალაგმიტებითაა დაფარული. შემთხვევით ჩასული ადამიანები მას უმწყალოდ ამტვრევდნენ ისინი ძირს ყრიან. მათ სასწრაფო გადარჩენა სჭირდება.                          მესამე მღვიმე ყველაზე დიდია და ლამაზი. სიმაღლე  8-10 მეტრია, თაღი წვრილდება, ადგილობრივი საშუალებებით გზის გაგრძელება ვერ მოხერხდა. ჩვენი აზრით მღვიმე ტოლს არ დაუდებს ახალი ათონის მღვიმეს და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • პაპანწყვირი                                                                                                                               სოფელ ხეთაში, პირველი მაისიდან, 3 კილომეტრის დაშორებით, ყოფილი დაფნისა და ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს ულამაზესი ტბა ,,პაპანწყვირი''. ქართულად პაპანწყვირი ნიშნავს ჩთანთქმულ მღვდელს. არსებული ლეგენდის თანახმად, მრევლი მღვდელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, იგი მათ გამასპინძლებია ძაღლის ხორცით.  მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მაგრულად: ,,ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ დო ბორკი ვაძირათ", ესეიგი ხორცი ისე არ ჭამოთ, რომ თავფეხი არ ნახოთო. მუშების წასვის შემდეგ სახლი ამ ცოდვის გამო მღვდლიანად ჩაძირულა და  იმ ადგილზე გაჩენილა ტბა. ის ტბა დღემდე არსებობს. იმ კუთხის ულამაზეს დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და უამრავ მნახველს იზიდავს.
  • ჩანჩქერი ჩხაია     

          
  •                                                                                                              
  •  
    პატარა მდინარე ჩხაიას ულამაზე ხეობაში მდებარეობს ჩანჩქერუ ჩხაია. მისი სილამაზე და სიგრილე ზაფხულობით უამრავ დამსვენებელს იზიდავს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
  • ჩვენ ვერ შევძლებდით ისტორიული ძეგელების  ღრმა მეცნიერული კვლევების ჩატარებას. ეს  ჩვენ ძალღონეს აღემატებოდა. ვიმუშავეთ შესაძლებლობის ფარგლებში. მინიშნებები გავაკეთეთ, ხოლო ისინი მეცნიერთა ჯგუფმა კომპლექსურად უნდა შეისწავლოს, ჩვენი სოფლის ძეგლები ისე ავღწერეთ, როგორც მცირე ნაშრომი დაინტერესებულთათვის გზამკვლევი იქნება, ხოლო საზოგადოებას, მოსწავლე ახალგაზრდობას ზოგად წარმოდგენას მაინც შეუქმნის სოფლის და მისი შემოგარენის სიძველეების შესახებ.    



           













































Комментариев нет:

Отправить комментарий